Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ცეკვავენ ვარსკვლავებზე“ უარი ვთქვი...“ – კესარია აბრამიძის სკანდალური განცხადება

© Photo: Sikete Martivia / FBკესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
გამოწერა
კესარია აბრამიძემ განმარტა, რატომ თქვა უარი ცნობილ შოუში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მონაწილეობაზე. ნახეთ რას ამბობს ტრანსგენდერი მოდელი.

ცნობილმა ტრანსგენდერმა მოდელმა კესარია აბრამიძემ PosTV-ს გადაცემაში „სიკეთე მარტივია“ განაცხადა, რომ ხშირად ამბობს სხვადასხვა შუებსა თუ გადაცემებში მონაწილეობაზე უარს, რადგან მისთვის პრიორიტეტი მხოლოდ ეკრანზე გამოჩენა არაა და რასაც თვლის, რომ თავისი არაა, იქ მონაწილეობას არ იღებს.

„აი, მაგალითად, „ცეკვავენ ვარსკვლავებზე“ უარი ვთქვი. ბევრ შემოთავაზებაზე ვამბობ უარს, რადგან რეიტინგზე არ ვნადირობ. ისედაც არის ეს ყველაფერი“, – აღნიშნა მოდელმა.

ცნობილი საცეკვაო შოუ „იმედზე“ ბოლოს ახალი სეზონით 2019 წლის 11 ნოემბერს დაბრუნდა. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ წყვილებს ცნობილი მოცეკვავეები და ცნობილი სახეები ქმნიან. საცეკვაო შოუს წამყვანები ეკა ამირეჯიბი, დუტა სხირტლაძე და კახა კინწურაშვილი იყვნენ, რომლებსაც შოუ მანამდეც არაერთხელ წაუყვანიათ.

„ცეკვავენ ვარსკვლავები" საქართველოში პირველად 2012 წელს დაიწყო და მასში არაერთმა ცნობილმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ყველა ახალი ამბავი
0