საქართველოსა და ყაზახეთს შორის ავიამიმოსვლა აღდგება

© photo: Sputnik / Stringerაეროპორტი
აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
გამოწერა
ავიარეისი ალმათი–თბილისი–ალმათი კვირაში სამჯერ შესრულდება. ფრენების აუცილებელი პირობა კოვიდ–რეგულაციების დაცვაა.

თბილისი, 2 მარტი – Sputnik. საქართველოსა და ყაზახეთს შორის ავიარეისები 16 მარტიდან აღდგება, იუწყება „Sputnik– ყაზახეთი“ სამოქალაქო ავიაციის კომიტეტზე დაყრდნობით. 

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლა გამარტივდა

16 მარტიდან ავიარეისები ალმათი–თბილისი–ალმათის მიმართულებით კვირაში სამჯერ: სამშაბათს, პარასკევსა და კვირას შესრულდება.

ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის განახლების შესახებ გადაწყვეტილება  საქართველოს მხრიდან ყაზახეთის მოქალაქეებისთვის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის შემდეგ იქნა მიღებული, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 1 მარტიდან შევიდა.

კომიტეტის მონაცემებით, ავიარეისები სანიტარულ–ეპიდემიოლოგიური მოთხოვნების მკაცრი დაცვითა და ავიაკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განრიგის შესაბამისად განხორციელდება.

1 მარტიდან რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ვაქცინაციის გარეშე შეუძლიათ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ქვეყნების მოქალაქეებმა საქართველოში ჩამოფრენისას თან უნდა იქონიონ PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი.
საქართველოს ხელისუფლებამ საჰაერო საზღვრები უცხოელებისთვის 1 თებერვლიდან გახსნა. სახმელეთო და საზღვაო საზღვრები კვლავ დაკეტილია.

ყველა ახალი ამბავი
0