„მე დაპირისპირება ერთ სუბიექტთან მაქვს“ – გამყრელიძემ მოარულ ხმებს უპასუხა

© photo: Sputnikამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
გამოწერა
როგორც ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა განაცხადა, მას და ჯანდაცვის მინისტრს შორის საქმიანი ურთიერთობებია, თუმცა რიგ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

თბილისი, 2 მარტი – Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების კითხვაზე – აქვს თუ არა მას კონფლიქტი ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან, განაცხადა, რომ მას ერთ სუბიექტთან აქვს დაპირისპირება და ეს – კორონავირუსია. 

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
საქართველოს მთავარი ეპიდემიოლოგი თანამდებობას ტოვებს?

ამ დღეებში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ გაავრცელა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გამყრელიძესა და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შორის უთანხმოება გახდა. 

„SARS-COV-2, რომელიც COVID-19-ის დაავადებას იწვევს – აი, ეს არის სწორედ ის დაპირისპირება, რომელსაც ვებრძვი წელიწადი და ერთი თვეა. ხან მე ვჯობნი მას და ხან იგი გვჯაბნის ყველას. დეკემბრის მეორე ნახევრიდან ამ ბრძოლაში უპირატესობა ჩემს ხელშია და დღეს ისევ ვჯაბნი მას. თუმცა, ვნახოთ, საბოლოოდ როგორი იქნება ამ ბრძოლის დასასრული. არავითარი დაპირისპირება მე ქალბატონ ეკასთან (ტიკარაძესთან) არ მაქვს. ჩვენ ძალზე კარგად ვთანამშრომლობთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

თუმცა აქვე მან აღიარა, რომ რიგ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს დისკუსია, განხილვა და კამათი, რაც ჩვეულებრივი პროცესია.

„მე ყოველთვის ვიცავ სუბორდინაციას“, – დასძინა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ თუ სადმე კიდეც განიხილება მისი თანამდებობიდან გადადგომის საკითხი, იგი საქმის კურსში არაა. 

გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ მზადაა დატოვოს პოსტი, თუ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მასზე უკეთესი იქნება და ქვეყნისთვის იმაზე მეტს გააკეთებს, ვიდრე თავად აკეთებს.

ყველა ახალი ამბავი
0