გაბუნია: კოვაქსთან თანამშრომლობა იმ რეჟიმში გრძელდება, როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი

© AP Photo / Robert Michaelვაქცინა
ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
გამოწერა
შეთანხმების მიხედვით, საქართველო Pfizer-ის ლიმიტირებულ, 29.250 დოზას ელოდება, რაც შეეხება AstraZeneca-ს, ქვეყანას მარტის შუა რიცხვებში დაახლოებით 180 ათასიდან 300 ათას დოზამდე ვაქცინა უნდა გადმოეცეს.

თბილისი, 2 მარტი - Sputnik. COVAX-პლატფორმასთან თანამშრომლობა გრძელდება იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც იყო განსაზღვრული, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

„ვაქცინების მესამე მსოფლიო ომია“: გამყრელიძემ განმარტა, როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები>>

მანამდე ერთ-ერთმა ქართულმა საინფორმაციო საშუალებამ COVAX-პლატფორმაზე დაყრდნობით გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თებერვალში ვაქცინა მიიღეს მხოლოდ იმ ქვეყნებმა, რომელთა ეროვნულმა რეგულატორებმა პრეპარატს ავტორიზება მისცეს და ვაქცინის მწარმოებლებთან გააფორმეს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი.

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს სასამართლო დავას COVAX-პლატფორმასთან

გაბუნიას განმარტებით, კოვაქსისგან მიღებულ წერილში მითითებულია Pfizer-ის ვაქცინის შემოტანის გადავადების მიზეზი, რომელიც უკავშირდება Pfizer-ის მხრიდან დამატებით მოთხოვნას და არა ქვეყნის მზადყოფნას.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამინისტრომ არასრული დოკუმენტაცია წარადგინა და არასწორად შეავსო აპლიკაცია,  გაბუნიას განცხადებით, უხერხულია საუბარი იმაზე, თითქოს ჯანდაცვის სამინისტრო აპლიკაციის ფორმას სწორად ვერ ავსებს.

„აბსოლუტურად სასაცილოა აპლიკაციის ხარისხზე საუბარი, სამინისტროს ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ აპლიკაციები, იქნება ეს საერთაშორისო თუ რომელიმე სხვა, იყოს შესაფერისად და ჯეროვნად შევსებული და წარდგენილი. პრობლემა არის ის, რომ Pfizer-ი აზუსტებს გარკვეულ პირობას. ეს პირობა დაზუსტდება სატელეფონო ჩართვის პროცესში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ვაქცინა AstraZeneca - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
როდის მიიღებს ქვეყანა ვაქცინის პირველ დოზებს: სამინისტროს განმარტება

გუშინ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველომ შესაძლოა უჩივლოს COVAX-პლატფორმას ინფორმაციის გავრცელებისთვის, თითქოს ქვეყანა არ არის მზად Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტიის მისაღებად ტექნიკური მიზეზების გამო. ტიკარაძის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე მიმართა პლატფორმას და მოსთხოვა პასუხი, თუ რატომ გაკეთდა ასეთი კომენტარი.

COVAX–პლატფორმის მეშვეობით ქვეყანაში Pfizer-ის პირველი პარტია თებერვლის ბოლოს უნდა შემოსულიყო და ქვეყანას მედპერსონალის ვაქცინაცია უნდა დაეწყო. მაგრამ ცნობილი გახდა, რომ ვაქცინის პირველი პარტიის შემოტანა მარტისთვის გადაიდო. ქვეყანაში უკვე შემოტანილია 50 ათასი სპეციალური შპრიცი, რომელიც აცრისთვის არის საჭირო. მობილიზებულია სპეციალური მაცივრები, რომლებიც Pfizer-ის ვაქცინის შესანახად არის საჭირო. ვაქცინაციის დასაწყებად მზად არის ცხრა სამედიცინო დაწესებულება.

ყველა ახალი ამბავი
0