11:22 13 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0798
  • 100 RUB4.4334
  • USD3.4232
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ (75)
67 0 0

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების მხარე საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას ედავება.

 

თბილისი, 2 მარტი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ტერიტორიის ნაწილის აზერბაიჯანისთვის შესაძლო უკანონოდ გადაცემისთვის ბრალდებული კარტოგრაფების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე დღეს არსებითი განხილვა გაიმართება.

სასამართლო პროცესზე, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება, მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს საფუძველზე 28 იანვარს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. გირაოს ოდენობა თითოეული მათგანისთვის 20 ათას ლარს შეადგენს. მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა, რომელმაც მათ მიმართ გამოძიება უკვე დაასრულა. 

ბრალდების მხარის არგუმენტი ის იყო, რომ მელაშვილსა და ილიჩოვასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ყველა მიმართულებით ამოწურულია და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა აღარ არსებობს. ბრალდების მხარემ ასევე მოითხოვა, ბრალდებულებს აეკრძალოთ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა პროკურატურის ინფორმირების გარეშე და აგრეთვე გათავისუფლდნენ თანამდებობიდან, რომელსაც დაპატიმრებამდე იკავებდნენ.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ ბრალდებულები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით. პროკურატურის მტკიცებით, რუკების შედგენისას მათ 1938 წლის რუკის ნაცვლად გამოიყენეს 1970 წლით დათარიღებული არასწორად შედგენილი რუკა, რის შედეგადაც საქართველომ კინაღამ 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაკარგა, მათ შორის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი 440 კილომეტრია, მისი მესამედი ჯერ არ არის დელიმიტირებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.

 

 

თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ (75)

მთავარი თემები