კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Pixabay / PublicDomainPicturesსისხლის ანალიზი ლაბორატორიაში
სისხლის ანალიზი ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 461 -ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 271.379-ს მიაღწია.

თბილისი,  2 მარტი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 461 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 250 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა.  ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ შიდა ქართლია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:  იმერეთი - 57, შიდა ქართლი – 35, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 30, გურია - 30, კახეთი - 29, ქართლი - 12, აჭარა - 7, ცხეთა-მთიანეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 2.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 163 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 265.686-მდე.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 12 ადამიანი  და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ  3.532-ს მიაღწია.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
COVID-19 საქართველოში – 2 მარტის მონაცემები

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 2.135 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია  1.471 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  692, აჭარაში - 177, იმერეთში - 276.

247 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 102 პირი, მათგან  თბილისში – 70, აჭარაში- 4, იმერეთში - 12. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 149 ადამიანი,   მათ შორის 101 - თბილისში, 36 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 515 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 237 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 103, ხოლო აჭარაში - 26.  თვითიზოლაციაში იმყოფება  6.497 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3.089 პირი, აჭარაში - 394, იმერეთში - 688.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 461 -ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 271.379-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0