COVID-19 საქართველოში – 2 მარტის მონაცემები

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
გამოწერა
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 22.900 კვლევა ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,01%, ბოლო 14 დღის - 1,78%, ბოლო 7 დღის - 1,4%.

თბილისი, 2 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 461-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 271.379-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 265.686 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 163), გარდაიცვალა – 3.532 (ბოლო 24 საათში – 12), კარანტინის რეჟიმშია 237, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.471 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 149 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 22.900 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16.895, PCR-ტესტით – 6.005.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,01%, ბოლო 14 დღის – 1,78%, ბოლო 7 დღის – 1,4%.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0