საქართველოს მთავარი ეპიდემიოლოგი თანამდებობას ტოვებს?

© Government of Georgiaამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
გამოწერა
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ამირან გამყრელიძესა და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შორის არსებული უთანხმოება გახდა.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ამირან გამყრელიძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ, იუწყება „პირველი არხი“.

როგორც ცენტრში აღნიშნავენ, გამყრელიძე ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ გაავრცელა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გამყრელიძესა და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შორის უთანხმოება გახდა. 

ვაქცინა AstraZeneca - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
როდის მიიღებს ქვეყანა ვაქცინის პირველ დოზებს: სამინისტროს განმარტება

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს ჯანდაცვის უწყებაშიც. მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია უარყოფს დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და სამინისტროს შორის რაიმე სახის დაპირისპირებას.

გაბუნიამ ასევე უარყო ინფორმაცია გამყრელიძის მხრიდან თანამდებობის დატოვების შესახებ.

„ბატონი ამირანი დაავადებათა კონტროლის ცენტრს ხელმძღვანელობს და აქტიურადაა ჩართული ვაქცინაციის პროცესში. დღეს დილით გვქონდა პრემიერთან შეხვედრა, რათა კიდევ ერთხელ გაგვევლო ყველა შესაძლო მექანიზმი და, რა თქმა უნდა, მე არ შემიძლია დაგიდასტუროთ რაიმე სახის პოზიციური ცვლილება ბატონ ამირანთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან საქმიანი და კონსტრუქციული ურთიერთობა გვაქვს. უთანხმოების შესახებ ვერანაირ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ“, – განაცხადა გაბუნიამ.

ყველა ახალი ამბავი
0