თავდაცვის ძალების 41-ე ქვეითმა ბატალიონმა გეგმური სწავლება ჩაატარა

© photo : courtesy of the Ministry of Defence of Georgiaგეგმური სწავლება ვაზიანის ბაზაზე
გეგმური სწავლება ვაზიანის ბაზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
გამოწერა
თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებულ სწავლებაზე ძირითადი ყურადღება ობიექტის დაცვასა და მოწინააღმდეგის ცეცხლზე რეაგირებას დაეთმო.

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების 41-ე ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ქვეითმა ასეულმა ვაზიანის ტერიტორიაზე ურბანული სწავლება განახორციელა. იუწყება თავდაცვის სამინისტრო.

უწყების ცნობით, გეგმური სწავლება ობიექტის დაცვასა და მოწინააღმდეგის ცეცხლზე რეაგირებას ითვალისწინებდა. გაცემული დავალებების შესაბამისად, სამხედროებმა განახორციელეს „მოწინააღმდეგის“ შეტევაზე რეაგირება, ხოლო სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფმა – სამედიცინო ევაკუაცია.

  • „ქვედანაყოფმა გეგმური სწავლება წარმატებულად ჩაატარა და დამკვირვებელ-შემფასებელი ჯგუფისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, ვაზიანის მიმდებარედ განხორციელებულ კულმინაციურ სწავლებაზე ტაქტიკური დავალების შესასრულებლად ბრძანებები და მითითებები მართვის პუნქტიდან გაიცა.
ყველა ახალი ამბავი
0