დევნილთა დასახლებებში შვიდი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

© Pixabay / dimitrisvetsikas1969საბავშვო ბაღის ეზო
საბავშვო ბაღის ეზო - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
გამოწერა
საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დღეიდან განახლდა – შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასულ კვირაში მიიღო.

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. გერმანიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით დევნილთა დასახლებებში შვიდი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას 1 მარტიდან განაახლებენ

უწყების ცნობით, პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან თანამშრომლობით.

„ახალი საბავშვო ბაღები აშენდება დევნილთა დასახლებების მიმდებარე ტერიტორიაზე ფოთში, სენაკში, ზუგდიდში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქარელსა და მარნეულში. დამატებით ერთი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ზუგდიდში“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში 110 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აშენდა და ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

სამინისტროს ცნობით, სააღმზრდელო პროცესი უკვე აღდგა ხონსა და სენაკში დევნილთა დასახლებებებში არსებულ საბავშვო ბაღებში, რომლებსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

საქართველოს მასშტაბით 1 მარტიდან საბავშვო ბაღებში აღდგა სასწავლო–სააღმზრდელო პროცესი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად წარიმართება. ყველა დაწესებულებისთვის აუცილებელია ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის ტესტირება. ეპიდემიოლოგები სკოლამდელ დაწესებულებებს და მშობლებს ურჩევენ, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ, დაიცვან რეგულაციები და ინფექციის პრევენციის შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ, რათა სასწავლო პროცესს საფრთხე არ შეექმნას.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი გეგმა გასულ კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარმოადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0