თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 160-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 270.918-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 265.523 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 409), გარდაიცვალა – 3.520 (ბოლო 24 საათში – 10), კარანტინის რეჟიმშია 253, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.510 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 154 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 17.947 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13.244, PCR-ტესტით – 4703.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 0,89%, ბოლო 14 დღის – 1,9%, ბოლო 7 დღის – 1,44%.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.