საკონტრაქტო სამსახურის მსურველებმა „კრწანისის“ ბაზაზე სამხედრო მომზადება დაიწყეს

© photo: press-service Ministry of Defence of Georgiaრეკრუტები წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრში
რეკრუტები წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრში - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2021
გამოწერა
პირველად თავდაცვის ძალების ისტორიაში, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხული რეკრუტები 500 ლარის ოდენობით ანაზღაურებას იღებენ, აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისის" ბაზაზე საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველთათვის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT) დაიწყო, იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

რვა კვირის განმავლობაში რეკრუტები საცეცხლე, სამედიცინო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას გაივლიან. მეცადინეობები ჩატარდება ასევე ნავიგაცია-ტოპოგრაფიაში, სადისციპლინო წესდებებსა და ფიზიკურ მომზადებაში. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ რეკრუტები სამხედრო ფიცს დადებენ და საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან.

დელტა - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2020
2021 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამი ახალი საწარმოს შექმნას გეგმავს

„პირველად თავდაცვის ძალების ისტორიაში, გასულ წელს თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე (BCT) ჩარიცხული რეკრუტები 500 ლარის ოდენობით ანაზღაურებას იღებენ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეკრუტებს სამხედრო ბაზაზე შესვლამდე სპეციალურად მოწყობილ სამედიცინო სივრცეში ტესტირება, თერმოსკრინინგი და შესაბამისი გამოკითხვა ჩაუტარდათ“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კურსზე ჩარიცხვამდე რეკრუტებმა გორში, დავით აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში ფსიქოლოგიური ტესტები და სამედიცინო შემოწმება გაიარეს.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ საკონტაქტო სამხედრო სამსახურის გავლის მსურველი 150-მდე საქართველოს მოქალაქე შეირჩა.

 

ყველა ახალი ამბავი
0