06:00 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
54210

უწყებამ პარტიას ამოღებული აღჭურვილობის დაბრუნების მზადყოფნის შესახებ ოფიციალური წერილი გაუგზავნა და პარტიის წარმომადგენლების პასუხს ელოდება

თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. შსს მზადაა დააბრუნოს სერვერები, რომლებიც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) ოფისიდან მისი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებისას ამოიღეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტიის ოფისში 23 თებერვალს დააკავა. 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. იმავე დღეს ოფისიდან ყველა სერვერი და მელიას კომპიუტერი ამოიღეს.

როგორც შსს განმარტავს, სამართალდამცველებმა ამოიღეს სერვერები პოლიციისადმი ჯგუფური წინააღმდეგობის გაწევის შესახებ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რადგან მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე არსებობდა. როდის აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, უწყება არ აკონკრეტებს.

ახლა შსს მზად არის დააბრუნოს ყველა ამოღებული ტექნიკური მოწყობილობა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აცნობეს, რომ გამოცხადებულიყვნენ სამინისტროში და დაუბრუნდებოდათ პარტიის ოფისიდან ამოღებული ტექნიკური მოწყობილობები, რაზეც მათ უარი განაცხადეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყებამ პარტიას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ „გამოყონ კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც ოფისიდან ამოღებული ტექნიკური საშუალებები გადაეცემა“. შსს პარტიისგან პასუხს ელის.

მთავარი თემები