05:55 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (504)
5810

ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 40-მა პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი 101 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

რეგიონის მასშტაბით არსებულ ექვს კოვიდ–ცენტრში 114 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, ათი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 46 კოვიდ-პაციენტი გადის – ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის „სენამედის“ კლინიკაში იმყოფება ცხრა კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმეა ერთი. ფოთის კლინიკაში იმყოფება 21 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე ორი პაციენტია. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ცხრა პაციენტი მკურნალობს, ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში რვა პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 21 პაციენტი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 337-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 270.137-ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 

 

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (504)

მთავარი თემები