„საქართველოს რკინიგზამ“ მატარებლების მოძრაობის გრაფიკი გამოაქვეყნა

© Sputnik / Vladimir Umikashviliადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
გამოწერა
საქალაქთაშორისო სარკინიგზო რეისებზე ბილეთების ონლაინ–გაყიდვა ხუთშაბათს განახლდა, ხოლო სალაროებში ბილეთების შეძენა დღეიდან არის შესაძლებელი.

თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. „საქართველოს რკინიგზამ“ სამგზავრო მატარებლების მოძრაობის გრაფიკი გამოაქვეყნა. სარკინიგზო მიმოსვლა 27 თებერვლიდან აღდგება.

საქალაქთაშორისო რეისების განახლება - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
საქალაქთაშორისო მგზავრობა ძვირდება – რომელ მარშრუტებზე გაიზრდება ფასები და რამდენით

საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში მოქმედი რიგი კოვიდ–შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო – 25 თებერვლიდან მუშაობა განაახლა საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა, გაიხსნა სასტუმროები და სამთო კურორტები.

კომპანია მოძრაობას აღადგენს მანამდე არსებული მიმართულებებით: თბილისი-ბათუმი-თბილისი; თბილისი-ზუგდიდი-თბილისი; თბილისი-ოზურგეთი-თბილისი; თბილისი-ფოთი-თბილისი და თბილისი-ქუთაისი-თბილისი.

მატარებლების საქალაქთაშორისო მოძრაობის გრაფიკი

საიდან გასვლის დრო საით ჩასვლის დრო
თბილისი 09:00 ოზურგეთი 17:45
ოზურგეთი 09:00 თბილისი 17:30
თბილისი 09:00 ქუთაისი 14:35
ქუთაისი 12:00 თბილისი 17:30
თბილისი 08:00 ბათუმი 13:35
ბათუმი 08:30 თბილისი 14:04
თბილისი 07:00 ზუგდიდი 12:58
ზუგდიდი 13:45 თბილისი 19:50
თბილისი 14:00 ფოთი 19:36
ფოთი 08:05 თბილისი 13:45

„საქართველოს რკინიგზამ“ უკვე განაახლა ბილეთების ონლაინ–გაყიდვა საქალაქთაშორისო რეისებზე, სალაროებში კი ბილეთების შეძენა დღეიდან არის შესაძლებელი. ბილეთების ფასები არ შეცვლილა, თუმცა მატარებლები მხოლოდ დღისით იმოძრავებენ.

რკინიგზის სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა 27 თებერვლიდან აღდგება

კომპანია „საქართველოს რკინიგზა“ აცხადებს, რომ მზადაა უზრუნველყოს მგზავრების უსაფრთხო გადაყვანა და დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესები.

მგზავრებს რიგი წესების დაცვა მოუწევთ. კერძოდ, პირს ეკრძალება მატარებელში პირბადის გარეშე ასვლა და მგზავრობის პროცესში მისი მოხსნა. გარდა ამისა, მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. მათ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია.

ყველა ახალი ამბავი
0