02:31 12 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (504)
66701

ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მოსახლეობის სულ მცირე 60% უნდა აიცრას. ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითი იქნება.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. პირველ სამიზნე ჯგუფში, რომელიც კოვიდ-ვაქცინით აიცრება, ამ ეტაპზე დაახლოებით 57 ათასი ადამიანია შესული და მათი რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

საქართველოს მთავრობის მიერ ვაქცინაციისთვის პრიორიტეტული ჯგუფები უკვე განსაზღვრული და განაწილებულია: პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები, შემდეგ მოხუცებულთა სახლების პერსონალი და ბენეფიციარები (თავშესაფრები და ა.შ.), შემდეგ 75 წელს ზემოთ პირები, 65-დან 74 წლამდე პირები, 55-დან 64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე 18-დან 54 წლამდე პირები. ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.

გაბუნიას განმარტებით, წლის ბოლომდე საქართველოში დაახლოებით 1,7 მლნ ადამიანი აიცრება.

„მეორე, მესამე კვარტალი უფრო სწრაფი იქნება ვაქცინაციის კუთხით როგორც ჩვენთან, ისე სხვა ქვეყნებში, სადაც არ დაწყებულა ვაქცინაცია და ასეთი დაახლოებით 173 ქვეყანაა, მაგრამ მარტიდან და აპრილიდან, სავარაუდოდ, ყველგან დაიწყება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილემ Pfizer-ის ვაქცინის შემოტანის გადავადების შესახებაც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მარტის დასაწყისში ეს საკითხი გადაწყდება. ასევე, მისი თქმით, ქვეყანა მარტში Astrazeneca-ს ვაქცინასაც ელოდება.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, COVAX–პლატფორმის მეშვეობით საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინები უნდა შემოვიდეს.

ქვეყანაში Pfizer-ის პირველი პარტია თებერვლის ბოლოს უნდა შემოსულიყო, თუმცა მისი შემოტანა გადავადდა. როგორც გასულ კვირაში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, შესაძლოა, Pfizer-ზე ადრე ქვეყანაში AstraZeneca–ს ვაქცინა შემოვიდეს.

შეთანხმების მიხედვით, საქართველო Pfizer-ის ლიმიტირებულ, 29.250 დოზას ელოდება, რაც შეეხება AstraZeneca-ს, ქვეყანას მარტის შუა რიცხვებში დაახლოებით 180 ათასიდან 300 ათას დოზამდე ვაქცინა უნდა გადმოეცეს.

ქვეყანაში უკვე შემოტანილია აცრისთვის განკუთვნილი 50 ათასი სპეციალური შპრიცი. ვაქცინაციის დასაწყებად უკვე მზადაა 9 სამედიცინო დაწესებულება, რომელთა რაოდენობა ახლო მომავალში 15-მდე გაიზრდება.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (504)

მთავარი თემები