04:46 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2816)
7827 0 0

სო­ფოს მდგო­მა­რე­ო­ბა ბოლო თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე დამ­ძიმ­და, თუმ­ცა ახ­ლობ­ლე­ბი მისი გა­დარ­ჩე­ნის იმედს არ კარ­გავ­დნენ.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „პარტნი­ო­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს“ დი­რექ­ტო­რი, ტრე­ნე­რი სოფო შუბ­ლა­ძე კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

სოფო შუბ­ლა­ძე ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუს­თა­ვი 2“-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ნინო შუბ­ლა­ძის უფ­რო­სი და იყო. სო­ფოს მდგო­მა­რე­ო­ბა ბოლო თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე დამ­ძიმ­და, თუმ­ცა ახ­ლობ­ლე­ბი მისი გა­დარ­ჩე­ნის იმედს არ კარ­გავ­დნენ.

„არსებობს მოთმინების, გააზრების, ატანის, მუდმივი შიშის ზღვარიც! ყველა ზღვარს გავცდი! უნდა მოერიოს! უნდა დაძლიოს! ყველა მეუბნება, სხვანაირად არ შეიძლებაო! ჰოდა, არ შეიძლება სხვაგვარად, სოფ! არა!” – დაწერა ნინო შუბლაძემ რამდენიმე დღის წინ.

კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უმ­ძი­მე­სი იყო, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის თრომ­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. სოციალურ ქსელში მის გარდაცვალებას ცნობილი ადამიანები ეხაურებიან.

„და­უ­ჯე­რე­ბე­ლია! ასე იშ­ვი­ა­თად უყ­ვართ ადა­მი­ა­ნებს სი­ცო­ცხლე რო­გორც სო­ფოს უყ­ვარ­და. და ასე იშ­ვი­ა­თად უყ­ვართ ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნე­თი, რო­გორც თქვენ გიყ­ვარ­დათ! ნინო შუბ­ლა­ძე, ღმერ­თს ვთხოვ მოგ­ცეს ძალა, ამ ჯო­ჯო­ხეთს გა­უძ­ლო!“ – წერს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი და მე­გო­ბარს დის გარ­დაც­ვა­ლე­ბას უსამ­ძიმ­რებს.
„ყვე­ლა­ფე­რი მეწ­ვის, ისე მეტ­კი­ნა და მე­წყი­ნა ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი. ეს უკე­თი­ლე­სი და ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი, დიდი ენერ­გე­ტი­კის ადა­მი­ა­ნი რო­გორ წა­ვი­და ამ ქვეყ­ნი­დან და დაგვტო­ვა, ვერც კი ვი­ჯე­რებ ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს და გან­სა­კუთ­რე­ბით ნინო შუბ­ლა­ძეს, რომ­ლის­თვი­საც სოფო ნამ­დვი­ლად მეტი იყო, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ და. უმ­ძი­მე­სი დრო და­უდ­გა ნი­ნო­საც და ოჯახ­საც და ყვე­ლა უნდა და­ვეხ­მა­როთ ამ სა­ში­ნე­ლე­ბის გა­და­სა­ტა­ნად“, – წერს „მთა­ვა­რი არ­ხის“ დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია.
„სოფო, საყვარელო. კორონა რომ შემოიჭრა ქვეყანაში, ზუსტად მაშინ მოვიტეხე ფეხი, ხოდა, მწერდა, რა მაგარია, ფეხი რომ მოიტეხე, შენი ჯანმრთელობის პატრონს გიხაროდესო. თვითონ დამარცხდა. ისე მედარდება, ისე მეტირება ამ უსაყვარლეს გოგოზე. ისეთი უსამართლობაა მისი წასვლა, სიცოცხლით სავსე გოგო. კეთილი გოგო. არც სიტყვები მყოფნის, რითი განუგეშო ნინო შუბლაძე. გაძლებას გისურვებთ მთელ ოჯახს და თქვენთან ერთად ვტირი. წარმოუდგენელი ტრაგედიაა“, – წერს ცნობილი ჟურნალისტი ინგა გრიგოლია.

სოფო შუბ­ლა­ძე 1996 წლი­დან მუ­შა­ობ­და კონ­ფლიქ­ტე­ბის მარ­თვის, ინ­ტე­რაქ­ცი­უ­ლი სწავ­ლე­ბი­სა და მოზ­რდილ­თა გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში. მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და პრეს­ტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრის წო­დე­ბა ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვა­ში.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2816)

მთავარი თემები