საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა 27 თებერვლიდან აღდგება

© Sputnik / STRINGERრკინიგზის სადგური
რკინიგზის სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
გამოწერა
ხელისუფლება ქვეყანაში დღეს შექმნილი გაუმჯობესებული ეპიდვითარების ფონზე ბიზნესისგან პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას მოითხოვს.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. სამთვიანი პაუზის შემდეგ მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე მოძრაობას 27 თებერვლიდან განაახლებენ, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ Facebook-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

გუშინ საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში მოქმედი რიგი კოვიდ–შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო – 25 თებერვლიდან მუშაობა განაახლა საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა, გაიხსნა სასტუმროები და სამთო კურორტები.

როგორც დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რკინიგზას ფუნქციონირების განახლებისთვის გარკვეული მომზადება სჭირდება, რის გამოც სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა ორი დღით გადაიდო. 

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
„მინდა ვთხოვო მოქალაქეებს...“ – პრემიერმა მოსახლეობას მიმართა

„მატარებლების განახლებულ განრიგს „საქართველოს რკინიგზა“ უახლოეს საათებში საკუთარ ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელში განათავსებს. ბილეთების გაყიდვა ონლაინ–რეჟიმში დღეიდან დაიწყება, ხოლო რკინიგზის სალაროები ხვალიდან, 26 თებერვლიდან გაიხსნება“, – აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია მოძრაობას აღადგენს მანამდე არსებული მიმართულებებით: თბილისი-ბათუმი-თბილისი; თბილისი-ზუგდიდი-თბილისი; თბილისი-ოზურგეთი-თბილისი; თბილისი-ფოთი-თბილისი და თბილისი-ქუთაისი-თბილისი.

„საქართველოს რკინიგზა“ მოქალაქეებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, მგზავრებმა წინასწარ უნდა იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მატარებელში არ დაიშვებიან.

გარდა ამისა, მგზავრებს რიგი წესების დაცვა მოუწევთ. კერძოდ, პირს ეკრძალება მატარებელში პირბადის გარეშე ასვლა და მგზავრობის პროცესში მისი მოხსნა. გარდა ამისა, მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვის თხოვნით მიმართა: პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, თავყრილობებისგან თავის არიდება. 

ხელისუფლება აცხადებს, რომ მთავრობა მუდმივად აკვირდება ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებას და შეზღუდვების შემსუბუქებისა და გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება სწორედ ვითარების ანალიზის საფუძველზე მიიღება.

ყველა ახალი ამბავი
0