02:56 12 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1656
  • 100 RUB4.6357
  • USD3.4271
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (259)
91 0 0

ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მოსახლეობის სულ მცირე 60% უნდა აიცრას. ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითი იქნება.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. მიმდინარე კვირის ბოლომდე ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის პროცესში ჩართული მხარეების – COVAX-ის, Pfizer-ისა და საქართველოს მონაწილეობით კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება ზუსტი დრო, თუ როდის მიიღებს საქართველო კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

COVID-19-ით ვაქცინაციისთვის 50 ათასი შპრიცი უკვე საქართველოშია>>

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, COVAX–პლატფორმის მეშვეობით საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინები უნდა შემოვიდეს.

ქვეყანაში Pfizer-ის პირველი პარტია თებერვლის ბოლოს უნდა შემოსულიყო, თუმცა, მისი შემოტანა გადავადდა. როგორც გასულ კვირაში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, შესაძლოა, Pfizer-ზე ადრე ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინა შემოვიდეს.

ვაქცინის შემოტანასა და ამისთვის ქვეყნის მზადყოფნაზე COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათშორისი საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე ისაუბრეს, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, Astrazeneca-ს ვაქცინასთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია როგორც COVAX–პლატფორმის საშუალებით, ასევე უშუალოდ მწარმოებელ კომპანიასთან.

„საბჭოს ფორმატში ჩვენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ, რომელიც ქვეყანაში მთავარ პრიორიტეტად რჩება. ხელისუფლება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს აქტიურად, რათა საქართველოში ვაქცინები, COVAX-პლატფორმასთან ერთად, სხვა ალტერნატიული გზებითაც იყოს ხელმისაწვდომი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რადგან ქვეყანაში Pfizer-ის შემოტანის ზუსტი თარიღი არაა ცნობილი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამ ეტაპზე სრულად გადაერთო AstraZeneca-ს ვაქცინის ლოჯისტიკაზე – უახლოეს დღეებში დაიწყება პერსონალის კიდევ ერთხელ გადამზადება.

შეთანხმების მიხედვით, საქართველო Pfizer-ის ლიმიტირებულ, 29.250 დოზას ელოდება. რაც შეეხება AstraZeneca-ს, ქვეყანას მარტის შუა რიცხვებში დაახლოებით 180 ათასიდან 300 ათას დოზამდე ვაქცინა უნდა გადმოეცეს.

საქართველო პირველ ეტაპზე ვაქცინას მედპერსონალის ასაცრელად მიიღებს. ქვეყანაში უკვე შემოტანილია აცრისთვის განკუთვნილი 50 ათასი სპეციალური შპრიცი. ვაქცინაციის დასაწყებად უკვე მზადაა ცხრა სამედიცინო დაწესებულება, რომელთა რაოდენობა ახლო მომავალში 15-მდე გაიზრდება.

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (259)

მთავარი თემები