ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს: რას უკავშირდება სამდღიანი შეზღუდვები

© AP Photo / Oded Baliltyვაქცინაციის ცენტრი იერუსალიმში
ვაქცინაციის ცენტრი იერუსალიმში - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
გამოწერა
ქვეყანაში შეზღუდვები მთლიანად მოიხსნა კოვიდ-ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის, დანარჩენებისთვის შეზღუდვები მოქმედებს.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრები თანამემამულეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, პურიმის დღესასწაულთან დაკავშირებით ქვეყანაში შეზღუდვები ამოქმედდება.

„პურიმის დღესასწაულზე – 25 თებერვლის საღამოდან 28 თებერვლამდე 20:30-05:00 საათებში ქვეყანაში კომენდანტის საათი იმოქმედებს. იკრძალება: საცხოვრებელი სახლიდან ერთი კილომეტრის მანძილზე დაშორება; სხვასთან სტუმრობა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას 20:00 საათზე შეწყვეტს“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ისრაელისა და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
ისრაელის ელჩი საქართველოში კორონავირუსზე აიცრა და თბილისში დაბრუნებისთვის მზადაა

ისრაელში 21 თებერვლიდან მოიხსნა კოვიდ-შეზღუდვები, მაგრამ ეს შეეხო მხოლოდ აცრილ ან კოვიდგადატანილ მოქალაქეებს.

„მწვანე პასპორტების“ მფლობელებისთვის გაიხსნება სატრენაჟორო დარბაზები, აუზები, ფიტნეს-კლუბები, სასტუმროები (რესტორნების გარეშე), კულტურული ობიექტები. იგივე დოკუმენტი იქნება საჭირო მკვდარი ზღვის კურორტებზე დასასვენებლად.

„ისრაელი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელსაც მოსახლეობაში ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით „მწვანე პასპორტი“ შემოაქვს, – განაცხადა ისრაელის ტურიზმის სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმირ შკლიარმა. – მის (ვაქცინაციის - რედ.) ტემპებზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფად შევძლებთ მთელი მსოფლიოდან ტურისტების მიღებას და ამავე დროს ჩვენი მოქალაქეებისა და მოგზაურების ჯანმრთელობის გამო არ შეგვეშინდება“.

ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის 22 თებერვლიდან გაიხსნება მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები. ისინი იმუშავებენ „იისფერი სტანდარტით“, რაც გულისხმობს ფიზიკური დისტანციის დაცვას, პირბადის სავალდებულო ტარებას და მომხმარებლების შეზღუდული რაოდენობის მიღებას.

ყველა ახალი ამბავი
0