როდიდან განაახლებენ საქმიანობას თეატრები, სპორტული კლუბები და პროფესიული ანსამბლები

© Sputnik / Alexander Imedashviliმარჯანიშვილის სახელობის თეატრი
მარჯანიშვილის სახელობის თეატრი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
გამოწერა
უწყებათშორისმა საბჭომ შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის საფუძველზე მიიღო.

თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. თეატრები, სპორტული კლუბები და პროფესიული ანსამბლები რეპეტიციებისა და ვარჯიშის განახლებას 15 მარტიდან შეძლებენ, განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე.

თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
შეზღუდვები, რომლებიც 25 თებერვლიდან  შემსუბუქდება - სრული ჩამონათვალი

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების საფუძველზე 8 თებერვლიდან მთავრობამ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა ვადაზე ადრე დაიწყო.

მინისტრის განმარტებით, პირველ ეტაპზე სარეპეტიციო პროცესისა და ვარჯიშის განახლება იქნება შესაძლებელი, შემდგომში კი აღნიშნული საქმიანობები სრულად აღდგება.

„პირველი ეტაპი, რაც გულისხმობს სარეპეტიციო პროცესს და ვარჯიშს. ეს პროცესი დაიწყება 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენა, რაც უკვე გულისხმობს თეატრალურ წარმოდგენებს, სპორტულ შეჯიბრებებს, კონცერტებს უკვე მაყურებლების დასწრებით, ეს პროცესი იქნება 1 აპრილიდან“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არსებული გეგმის შესასრულებლად სამედიცინო პროტოკოლის დაცვა აუცილებელი და უაღრესად მნიშვნელოვანია.

ასევე ეტაპობრივად განახლდება ქვეყანაში რესტორნებისა კაფეების მუშაობა დახურულ სივრცეებში, გაიხსნება საბავშვო ბაღები, მუზეუმები და ბიბლიოთეკები, აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა და ა.შ.

ქვეყნის მასშტაბით მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებს 1 მარტიდან გახსნიან>>

საქართველოს მასშტაბით კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილებაზე.

ყველა ახალი ამბავი
0