03:42 12 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1656
  • 100 RUB4.6357
  • USD3.4271
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
44 0 0

მიუხედავად შეზღუდვების შემსუბუქებისა, ამ დრომდე არ მუშაობენ საჯარო და კერძო ბაღები, ასევე პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურად მიმდინარეობს

თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. კერძო და საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღები ფუნქციონირებას 1 მარტიდან დაიწყებენ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. 1 თებერვლიდან ზოგიერთი შეზღუდვა შემსუბუქდა.

„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1 მარტიდან ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის ტესტირების პირობით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამას გარდა, ეტაპობრივად მუშაობას განაახლებენ კაფეები, ბარები დახურულ სივრცეებში, სპორტული დარბაზები, ბიბლიოთეკები, მუზეუმები, ამუშავდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი და ა.შ.

რა შეზღუდვები შემსუბუქდება 25 თებერვლიდან, იხილეთ აქ>>

მთავრობის გადაწყვეტილებით, კვლავ ძალაში რჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილების აკრძალვა. ამას გარდა, ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში.

მთავარი თემები