19:38 04 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9976
  • 100 RUB4.4557
  • USD3.3252
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2810)
20410

ცნობილი სპორტსმენის გერმანელი საცოლე საქართველოდან წასვლას, როგორც ჩანს, აღარ აპირებს. ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს შარლოტა.

ცნობილი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 23 თებერვალს 29 წლის გახდა. სპორტსმენის საცოლემ შარლოტა ჰელენმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე რომანტიკული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ისეთი ადამიანის იუბილეს აღსანიშნად, როგორიც ნიკოლოზია, ერთი დღე ნამდვილად არაა საკმარისი.

ნიკოლოზ ბასილაშვილის რჩეული უმშვენიერესი გერმანელი სპორტსმენი შარლოტა ჰელენია, რომელიც ბასილაშვილმა ნათესავებს უკვე გააცნო და გოგონა რამდენიმე თვეა საქართველოში იმყოფება. სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ ცნობილი ჩოგბურთელის ცხოვრებას.

ბასილაშვილის პირადი ცხოვრება განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. სასამართლომ სპორტსმენს აღკვეთის ღონისძიებად გირაო 24 მაისს შეუფარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბასილაშვილი და მისი მამა ჩოგბურთელის ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც. ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია. წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, მათ 2015 წელს ვაჟი შეეძინათ.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2810)

მთავარი თემები