კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliადამიანები სკვერში პირბადეებით
ადამიანები სკვერში პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 443-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 269.438-ს მიაღწია.

თბილისი,  24 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 443 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 213 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ სამეგრელო–ზემო სვანეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 61, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 39, შიდა ქართლი – 37, გურია – 26, კახეთი – 24, აჭარა – 15, ქვემო ქართლი – 12, მცხეთა-მთიანეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 1.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 461 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 263.257-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 6 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.463-ს მიაღწია.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
COVID-19 საქართველოში – 24 თებერვლის მონაცემები

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 2.692 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.600 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 748, აჭარაში – 175, იმერეთში – 323.

302 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 103 პირი, მათგან თბილისში – 68, აჭარაში – 8, იმერეთში – 9. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 105 ადამიანი, მათ შორის 105 – თბილისში, 74 – აჭარაში, 11 – იმერეთში. 899 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 307 ადამიანი, თბილისში – 105, ხოლო აჭარაში – 91. თვითიზოლაციაში იმყოფება 8.025 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4.152 პირი, აჭარაში – 440, იმერეთში – 763.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 443-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 269.438-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0