23:29 08 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
49 0 0

ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ოპოზიციონერმა ლიდერებმა სახალხო–განმათავისუფლებელი მოძრაობის დაწყების შესახებ განაცხადეს.

თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. ოპოზიცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას გათავისუფლების მოთხოვნით დღეს რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხემდე ავტომობილებით საპროტესტო მსვლელობას გეგმავს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. 

გავრცელებული ინფორმაციით, ავტოკოლონა რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებისკენ, სადაც ოპოზიციის ლიდერი გუშინ მოათავსეს, რესპუბლიკის მოედნიდან 14:00 საათზე გაემართება.

23 თებერვალს, დილით შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში დააკავა.

მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა შსს-ს დაევალა.

ნიკა მელიას დაკავება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა გუშინ გამართულ საპროტესტო აქციებზე გააპროტესტეს. საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეებმა კარვებიც გაშალეს.

გარდა ამისა, ოპოზიციის ლიდერებმა 26 თებერვალს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის გამართვა დააანონსეს, მანამდე კი უწყვეტი პროტესტი გამოაცხადეს და პარლამენტთან მდგარ კარვებში მორიგეობა დააწესეს.

მთავარი თემები