კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 493-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 268.995-ს მიაღწია.

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.48%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.4%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.4%, ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19.869 კვლევა ტესტით, მათ შორის 13.410 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6.459 PCR-ტესტით.

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 258 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 244 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 59, კახეთი – 40, გურია – 39, შიდა ქართლი – 35, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 27, ქვემო ქართლი – 22, მცხეთა-მთიანეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8, აჭარა – 7, სამცხე-ჯავახეთი – 4.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 552 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 262.796-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 10 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.457-ს მიაღწია.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
COVID-19 საქართველოში – 23 თებერვლის მონაცემები

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 2.716 ქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.606 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 747, იმერეთში – 347, აჭარაში – 167.

321 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 95 პირი. აქედან თბილისში – 62, იმერეთში – 9, აჭარაში – 7.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 192 ადამიანი, მათ შორის 105 – თბილისში, 73 – აჭარაში, 11 – იმერეთში, ხოლო 918 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 285 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 105, ხოლო აჭარაში – 90.

თვითიზოლაციაში იმყოფება 8.302 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4.354 პირი, იმერეთში – 840, აჭარაში – 449.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 493-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 268.995-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0