ვითარება გზებზე: გუდაური–ლარსის მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიციის ავტომობილი გუდაურში
საპატრულო პოლიციის ავტომობილი გუდაურში - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
გამოწერა
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე შეზღუდვა თოვისა და ქარბუქის გამო დაწესდა.

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კერძოდ, თოვისა და ქარბუქის გამო ამ საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–ლარსის მონაკვეთზე (93-137 კმ) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვლი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
ვითარება გზებზე: თბილისის შემოსავლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა–გუდაურის, გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა–ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შეზღუდვებია დაწესებული თბილისის შემოსავლელ გზაზეც. კერძოდ, ლიპყინულის, ქარისა და შეზღუდული ხილვადობის გამო თბილისის შემოსავლელ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

ასევე რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი ქარი და დაბალი ხილვადობა) გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ფარავნის უღელტეხილზე (კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110 კმ).

ყველა ახალი ამბავი
0