კობახიძე: რადიკალური ძალები ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
გამოწერა
პოლიცია „ნაცმოძრაობის“ ლიდერის დაკავებას 18 თებერვალს შეეცადა, მაგრამ ვერ მოახერხა – მელიას დაპატიმრება პრემიერ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის გამო გადაიდო.

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ დასჭირდა ანტისახელმწიფოებრივ ძალებთან იმის დამტკიცება, რომ ეს არის სახელმწიფო, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. 

„ნაცმოძრაობის ოფისის შტურმი - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
შსს სპეცოპერაციისას 21 ადამიანის დაკავებას ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაცია ამ დილით ჩაატარა – ოპოზიციის ლიდერი პარტიის ოფისში აიყვანეს. ოპოზიციის წარმომადგენლების მტკიცებით, შტურმის დროს პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რის შედეგადაც შენობაში მყოფი ადამიანების ნაწილი შეუძლოდ გახდა. ბოლო მონაცემებით, შსს-ს წარმომადგენლებმა ოპოზიციური პარტიის ოფისი დატოვეს, თუმცა ამ დრომდე რჩებიან მიმდებარე ტერიტორიაზე. აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის პერიოდულად დაპირისპირება ხდებოდა. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო 20-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

„რადიკალებისთვის პასუხის გაცემა, კანონის აღსრულება და დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის დაცვა არის ერთადერთი გზა, რომელიც უზრუნველყოფს ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის დასრულებას და დემოკრატიული პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებას“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს და სამართალდამცველებს სახელმწიფოს ღირსების დაცვისა და კანონის აღსრულებისთვის მადლობა გადაუხადა. 

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
სახალხო დამცველი: მელიას დაკავებას დასავლური სამყაროსგან ჩვენი გაუცხოება მოჰყვება

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა შსს-ს დაევალა.

18 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა, რის მიზეზადაც ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდთან აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება დროებით გადადო.

ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავების სპეცოპერაცია დაახლოებით 1,5 საათს გაგრძელდა.

გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც კანონმდებლების წინაშე პრემიერობის კანდიდატის რანგში წარდგა, პარლამენტის ტრიბუნიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრება დააანონსა და განაცხადა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს ყველა ადამიანის მიმართ, ვინც კანონის ფარგლებს გასცდა.

ყველა ახალი ამბავი
0