სახალხო დამცველი: მელიას დაკავებას დასავლური სამყაროსგან ჩვენი გაუცხოება მოჰყვება

© courtesy of Nino Lomjariaნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
გამოწერა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია სამშაბათს, 23 თებერვალს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს.

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევასა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრებას აუცილებლად მოჰყვება დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება, დაწერა საკუთარ Facebook-გვერდზე სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. 

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
„ეს დიქტატურის დამყარებაა“ – ბურჯანაძე მელიას დაკავებაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაცია ამ დილით ჩაატარა – ოპოზიციის ლიდერი პარტიის ოფისში აიყვანეს. ოპოზიციის წარმომადგენლების მტკიცებით, შტურმის დროს პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რის შედეგადაც შენობაში მყოფი ადამიანების ნაწილი შეუძლოდ გახდა. ბოლო მონაცემებით, შსს-ს წარმომადგენლებმა ოპოზიციური პარტიის ოფისი დატოვეს, თუმცა ამ დრომდე რჩებიან მიმდებარე ტერიტორიაზე. აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის პერიოდულად დაპირისპირება ხდებოდა.

შსს-მ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, პოლიციამ დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას იძულების კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენა.

სახალხო დამცველი ნიკა მელიას დაკავების ფაქტს აფასებს და მთავრობას ძალის დემონსტრირებაში ადანაშაულებს.

„არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა, რასაც აუცილებლად მოჰყვება დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება“, – ნათქვამია ნინო ლომჯარიას განცხადებაში. 
„ნაცმოძრაობის ოფისის შტურმი - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
შსს: პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეცსაშუალებები

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა შსს-ს დაევალა.

18 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა, რის მიზეზადაც ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდთან აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება დროებით გადადო.

გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც კანონმდებლების წინაშე პრემიერობის კანდიდატის რანგში წარდგა, პარლამენტის ტრიბუნიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრება დააანონსა და განაცხადა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს ყველა ადამიანის მიმართ, ვინც კანონის ფარგლებს გასცდა.

ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავების სპეცოპერაცია დაახლოებით 1,5 საათი გაგრძელდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0