09:32 08 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2815)
255 0 0

წყვილმა ჯვარი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაიწერა. მეჯვარე ყოფილი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია იყო. ქორწილს ექს-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრებოდა.

ქართველმა ჯარისკაცმა, რომელიც ავღანეთში სიკვდილს სასწაულად გადაურჩა და ამერიკელმა მედიკოსებმა „სიკვდილზე გამარჯვებული“ უწოდეს, ცოტა ხნის წინ ცოლი მოიყვანა. ივერი ბუაძემ სოციალურ ქსელში ჯვრისწერის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა.

წყვილმა ჯვარი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაიწერა. მეჯვარე ყოფილი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია იყო. ქორწილს ექს-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრებოდა.

კაპიტან ივერი ბუაძის რჩეული რუსუდან სიმონიშვილია. როგორც ჯარისკაცმა „პრაიმტაიმს” განუცხადა, რუსუდანი სვეტიცხოვლის ეკლესიაში მგალობელია და ხელი სწორედ საცოლის დაბადების დღეზე ეკლესიაში სთხოვა.

27 წლის ჯარისკაცი ივერი ბუაძე ავღანეთში მსახურობის დროს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა და კომაში ჩავარდა. ორთვიანი კომის შემდეგ მოულოდნელად გამოეღვიძა. ავღანეთის სამედიცინო ბაზიდან ის გერმანიაში გადაიყვანეს, იქიდან კი ამერიკაში.

მას ამერიკელმა მედიკოსებმა სიკვდილზე გამარჯვებული შეარქვეს.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2815)

მთავარი თემები