COVID-19 საქართველოში – 23 თებერვლის მონაცემები

© photo: Sputnik / Evgeny Epachintsev / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
გამოწერა
ბოლო 24 საათში ჩატარდა 19.869 კვლევა ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,48%, ბოლო 14 დღის – 2,4%, ბოლო 7 დღის – 2,4%.

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 493-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 268.995-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 262.796 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 552), გარდაიცვალა – 3.457 (ბოლო 24 საათში – 10), კარანტინის რეჟიმშია 285, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.606 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 192 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 19.869 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13.410, PCR–ტესტით – 6.459.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,48%, ბოლო 14 დღის – 2,4%, ბოლო 7 დღის – 2,4%.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0