21:57 25 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
გადაწყვეტილება ცნობილია: ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა (16)
57 0 0

პოლიცია 18 თებერვალს „ნაცმოძრაობის“ ლიდერის დაკავებას შეეცადა, მაგრამ ვერ მოახერხა – მელიას დაპატიმრება პრემიერ გიორგი გახარიას გადადგომის გამო გადაიდო.

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისს, სადაც ცოტა ხნის წინ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს, სამართალდამცველები ტოვებენ.

სამართალდამცველებს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები და მხარდამჭერები აცილებენ ტაშითა და შეძახილით – „მონებო“.

ოფისში, სადაც სამართალდამცველებმა ე.წ. წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა.

„ნაციონალურ მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. ამ დროისათვის უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები პარტიის ოფისთან და ოფისში მიმდინარე დაპირისპირებების შედეგად.

მელიას დაკავების სპეცოპერაცია ამ დილით დაიწყო. პარტიის ცენტრალურ ოფისთან მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სწრაფი რეაგირების ძალების რამდენიმე ათასი თანამშრომელი.

მელია: ეს არის რეჟიმის დასასრული, როგორც არასდროს, ვარ ძლიერად, მაგრად>>

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა შსს-ს დაევალა.

18 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა, რის მიზეზადაც ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდთან აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. 

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება დროებით გადადო.

გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც კანონმდებლების წინაშე პრემიერობის კანდიდატის რანგში წარდგა, პარლამენტის ტრიბუნიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრება დააანონსა და განაცხადა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს ყველა ადამიანის მიმართ, ვინც კანონის ფარგლებს გასცდა.

თემები:
გადაწყვეტილება ცნობილია: ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა (16)

მთავარი თემები