01:10 09 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
571 0 0

საქართველოს შიდასახელმწიფო მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვები დიდთოვლობის, ძლიერი ქარისა და შეზღუდული ხილვადობის გამო დაწესდა

თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შეზღუდვები ამოქმედდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

კერძოდ, ინტენსიური თოვის გამო ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62-ე კმ  მონაკვეთზე - ნაქერალას უღელტეხილზე აიკრძალა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო  დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.  

ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტს მოძრაობა  თავისუფალია.

ასევე, ძლიერი ქარისა და შეზღუდული ხილვადობის გამო ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

 

მთავარი თემები