05:45 07 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (310)
63 0 0

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ვაქცინის მოწოდების შეფერხების მიზანი Pfizer-ის მხრიდან ახალი პირობების წაყენება გახდა

თბილისი,  22 თებერვალი – Sputnik. შესაძლოა  COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინა Pfizer-ზე ადრე ქვეყანაში შემოვიდეს AstraZeneca, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

მანამდე, როგორც ხელისუფლებაში აცხადებდნენ, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია თებერვლის ბოლოს უნდა შემოსულიყო, თუმცა საქართველოში ვაქცინის შემოტანა გადავადდა.

ამ ეტაპზე საუბარია COVAX–პლატფორმის მეშვეობით Pfizer-ისა და AstraZeneca-ს შემოტანაზე. COVAX–პლატფორმით საქართველომ ვაქცინა მოსახლეობის 20%-სთვის – 700 ათასი ადამიანისთვის  (1,4 მლნ დოზა) შეუკვეთა. ქვეყანამ უკვე გადაიხადა 4 მლნ დოლარი.

გაბუნიას განცხადებით, პრეპარატის ცვლილება ვაქცინაციის გეგმის შეცვლას არ გამოიწვევს და პირველები კვლავ მედმუშაკები აიცრებიან.

„ჩვენ ვაქცინაციის პროცესს დავიწყებთ ჯანდაცვის პროფესიონალების აცრით. ტექნიკურად აბსოლუტურად არ იქნება არანაირი პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინები შევინახოთ ან მაღალი ულტრაცივი ჯაჭვის რეჟიმში, ან სტანდარტული ცივი ჯაჭვის რეჟიმში, როგორიც AstraZeneca-ს ვაქცინას სჭირდება - 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურული რეჟიმი“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე ინფორმაციით, ვაქცინის პირველი დოზები ქვეყანაში მომდევნო სამი კვირის განმავლობაში შემოვა.

საქართველო პირველ ეტაპზე  ვაქცინას  მედპერსონალის ვაქცინაციისთვის მიიღებს. ქვეყანაში უკვე შემოტანილია აცრისთვის განკუთვნილი 50 ათასი სპეციალური შპრიცი. ვაქცინაციის დასაწყებად უკვე მზადაა ცხრა სამედიცინო დაწესებულება, რომელთა რაოდენობა ახლო მომავალში 15–მდე გაიზრდება.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 147-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 268.502-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (310)

მთავარი თემები