19:11 04 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9976
  • 100 RUB4.4557
  • USD3.3252
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2810)
1900 0 0

სოციალურ ქსელში მაია ასათიანი შვილის ფოტოს აქვეყნებს. ნახეთ რა მოხდა თოქშოუ „პროფილის“ წამყვანის ცხოვრებაში ამ დღეს

თუ შარშან ცნობილმა ტელეწამყვანმა შვილის გარდაცვალების დღეს თავი კუნძულ ბალის შეაფარა და იქ განმარტოვდა, წელს როგორც ჩანს, მაია ასათიანმა ტრადიცია დაარღვია და საქართველოში ხვდება ამ უმძიმეს დღეს. თოქშოუ „პროფილის“ წამყვანმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოაქვეყნა ფოტო და აღნიშნა, რომ ყოველ წელს ამ დღეს ახლიდან უკვდება შვილი.

ტელეწამყვანი მაია ასათიანი ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ რაღაც პერიოდი საზოგადოებაში საერთოდ არ ჩნდებოდა, ბოლო დროს კი აქტიურად დაიწყო სოციალურ ქსელში თავის ყოველდღიურობაზე საუბარი. ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ რამდენჯერმე სცადა თავის მოკვლაც, თუმცა საკუთარ თავში იპოვა ძალა რომ ცხოვრება თავიდან დაეწყო.

Instagram-ის „სთორიში“ ტელეწამყვანი ხშირად დებს ფოტოებს და ვიდეოებს და საკუთარ განწყობას აღარ მალავს. პოპულარულ ჟურნალისტს უამრავი ადამიანი უდგას მხარში. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან.

მისი სოციალური ქსელის ვიდეოების უმეტესობა სახლშია გადაღებული. კადრებზე ჰარმონიული ხედი, ბუნება, მისი უსაყვარლესი ძაღლები და კატა დომინირებენ. მაიამ სიმშვიდე საკუთარ თავთან განმარტოებაში იპოვა, ხოლო ოჯახის წევრებს უფრო და უფრო დაუახლოვდა. მას გადაცემაში დედაც ჰყავდა მიწვეული, რომელმაც ჟურნალისტის ცხოვრების ბევრი ფაქტი გაიხსენა. მაიამ კი, თავის მხრივ, დედას ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა.

ტელეწამყვანის ქალიშვილი საფრანგეთში სწავლობდა. დედისგან შორს მყოფი გოგონა ჟურნალისტს შორიდან ამხნევებდა და მაიას მოტივატორი იყო. სამწუხაროდ, ვერაგ დაავადებასთან ბრძოლაში ულამაზესი ნუცა დანებდა.

22 თებერვალს 18 წლის ნუცას გარდაცვალებიდან  ოთხი წელი გავიდა. ტელეწამყვანი გასულ წელს ამ თარიღს ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე განერიდა. როგორც მაია ვიდეოებში ამბობად, მისთვის ძალიან რთულია ეს თარიღი და ცდილობს ამ დღეს მარტო იყოს თავის თავთან, სწორედ ამიტომ ის სამოგზაუროდ მარტო წავიდა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2810)

მთავარი თემები