სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Stringer"სასწრაფო დახმარება"
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 82-მა პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი 99 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
COVID-19 საქართველოში – 22 თებერვლის მონაცემები

გასულ დღე-ღამეში რეგიონის ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ექვს კოვიდ–ცენტრში 121 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 9 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 45 კოვიდ-პაციენტი გადის – ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის „სენამედის“ კლინიკაში იმყოფება 12 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმეა ერთი. ფოთის კლინიკაში იმყოფება 32 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე სამი პაციენტია. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 10 პაციენტი მკურნალობს, მათგან მძიმეა ორი. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 8 პაციენტია. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 15 პაციენტი.

აქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 147-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 268.502-ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0