17:44 06 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2815)
578 0 0

სოციალურ ქსელში ზურა ხაჩიძე გარდაცვლილი მეგობრის მომღერალ ზურა დოიჯაშვილის ფოტოებს აქვეყნებს, რომელმაც ყველას გული დასწყვიტა

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. მომღერალი ზურა ხაჩიძე მომღერალ ზურა დოიჯაშვილის თბილისში ჩამოსვენებას ეხმაურება და ემოციურ სიტყვებს უძღვნის.

ხაჩიძე წერს, რომ როდესაც გაუჭირდება, ხშირად მივა მის საფლავთან და ისაუბრებს ყველაფერზე, ამასთანავე, პატიებას სთხოვს იმის გამო, რომ უკანასკნელი თხოვნა ვერ შეუსრულა.

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი ისრაელის საავადმყოფოში, 14 თებერვალს გარდაიცვალა.

ზურა დოიჯაშვილი მძიმე დაავადებას ებრძოდა. მომღერალს ისრაელში მკურნალობდნენ.

მომღერალს თბილისში 25 თებერვალს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. 

ზურაბ დოიჯაშვილი 1963 წლის 17 აგვისტოს დაიბადა. პროფესიით მშენებელი იყო, თუმცა, მთელი ცხოვრება მუსიკას მიუძღვნა.

დოიჯაშვილი არის ავტორი ჰიტებისა: „მელიქიშვილის გამზირი“, „მენატრება თბილისი“, „ამოდი, მზეო“, „მიყვარს ყველაფერი ძველი“, „ფიფქის გოგონა“ და სხვ.

2020 წლის დეკემბერში დიდი საკონცერტო დარბაზის (ფილარმონია) წინ ზურაბ დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2815)

მთავარი თემები