18:56 06 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (333)
1606 0 0

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, სულ მალე თბილისის ქუჩებში ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებენ

თბილისი,  22 თებერვალი – Sputnik. თბილისის საქალაქო ავტოპარკი ახალი მიკროავტობუსებით შეივსო, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქის მერიამ 300 ერთეული მიკროავტობუსი შეისყიდა, მათგან 120 უკვე ემსახურებოდა მოქალაქეებს, დღეიდან კი თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს დამატებით 180 ერთეული ახალი მიკროავტობუსი შეემატა.

უწყების ცნობით, 22 თებერვლიდან ახალი მიკროავტობუსები მგზავრებს რამდენიმე შეცვლილ მიმართულებაზე მოემსახურება.

კერძოდ, რეფორმის ფარგლებში გაუქმდა N37 მიკროავტობუსი, რომელსაც N437 ჩაანაცვლებს. იგი იმოძრავებს მარშრუტით: სამღერეთის ქ. (ხერთვისის გადაკვეთაზე) - ცოტნე დადიანის ქ. - რკინიგზის გადასასვლელი ხიდი. N479 იმოძრავებს ბეღლეთისა და მიხეილ მრევლიშვილის ქუჩების გადაკვეთა - ვაჟა ჩაჩავას ქუჩის მიმართულებით. N496 ჩაანაცვლებს N96-ს და იმოძრავებს გლდანის VIII მ/რ (#34 კორპუსის მიმდებარედ) - მეტროს სადგური „ახმეტელის თეატრი" (მიმდებარედ) მიმართულებით. N414 ჩაანაცვლებს N14-ს, რომელიც იმოძრავებს მარშრუტით: რკინიგზის გადასასვლელი ხიდი - ოთარ ღუდუშაურის ქ. - ძმობის II ქუჩა. N436 იმოძრავებს ჯავის ქ. (#75-ის მიმდებარედ) - თამარ მეფის გამზირი - სადგურის მოედანის მიმართულებით, რომელიც ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს N36.

მიკროავტობუსების მარშრუტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით აქ.

ახალი მიკროავტობუსი გათვლილია 17 მგზავრზე, აღჭურვილია თბილისის კლიმატზე გათვლილი გათბობა-კონდიცირების სისტემით. გარდა ამისა, აქვს AM/FM რადიო და AUX, USB შესაერთებლები.

როგორც ადრე დედაქალაქის მერიაში განაცხადეს, ახალ მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში თანხის გადახდა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბარათის საშუალებით, მგზავრობის დასაწყისშივე. მიკროავტობუსების ხაზების მონიტორინგი თანამედროვე GPS და მგზავრთა მთვლელი სისტემების გამოყენებით განხორციელდება.

დღეისათვის თბილისში ყოველდღიურად დაახლოებით 1,8 ათასი მიკროავტობუსი მოძრაობს.

თემები:
თბილისის მერია (333)

მთავარი თემები