02:21 09 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2815)
23110

. ვასოს და ლიკუნას გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ მათ ულამაზესი შვილები ჰყავთ და საქებარ სიტყვებს არ იშურებენ

ყველასთვის კარგად ნაცნობ ტელესახეს ულამაზესი ოჯახი ჰყავს. ვასო ფხაკაძის და მოდელ ლიკუნა მეტრეველის უფროსი გოგონა ნინა 6 წლის გახდა. მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ნინას დასამახსოვრებელი, ჯადოსნური დაბადების დღე ჰქონოდა. სწორედ ამიტომ, ბავშვები ფერიებივით გამოეწყვნენ და სადღესასწაულო გაფორმებაც ზღაპრული იყო.

ფერადი ბუშტების წვიმა, ტორტზე წამოსკუპებული პრინცი პრინცესებთან ერთად და ლამაზად გამოჭრილი ფერიების ფიგურები, რომლებიც სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო ალამაზებდა. ნინამ „ინსტაგრამზე“ უამრავი მილოცვა მიიღო. ვასოს და ლიკუნას გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ მათ ულამაზესი შვილები ჰყავთ და საქებარ სიტყვებს არ იშურებენ.

შეუდარებელმა მოდელმა ლიკუნა მეტრეველმა მსახიობ ვასო ფხაკაძეს ორი ქალიშვილი რამდენიმე წლის წინ აჩუქა. ნინა და ნიტა ფხაკაძეები დედ-მამის დამსახურებით ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩევიან. ისინი ტყუპებივით იზრდებიან.

ვიდეოების მიხედვით გოგონები დედასთან დიდ დროს ატარებენ. სამაგიეროდ იუმორისტ მამას ისინი გადაღებებზე დაჰყავს. ვასო ფხაკაძე სელებრითებს შორის დიდი პოპულარობით არა მხოლოდ იუმორის გრძნობის გამო სარგებლობს. მისი ოჯახის წევრები დიდ ყურადღებას იქცევენ. იუმორისტის განსაკუთრებული განხილვა მასზე ბევრად უმცროსი ცოლის მოყვანის შემდეგ დაიწყეს.

კოლეგები ვასო ფხაკაძის დაოჯახებას დიდი ხნის მანძილზე ელოდნენ. ტელესახე ჰყვება, რომ ბევრმა მეგობარმა ხელიც კი ჩაიქნია მის დაქორწინებაზე. მაგრამ სიყვარული უეცრად მოვიდა და ვასოს გულში სამუდამოდ შეიჭრა. საზოგადოებაში ინფორმაციამ მალე გაჟონა. აღმოჩნდა, რომ ვასოსა და მის რჩეულს შორის 16-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა.

მიუხედავად ამისა, წყვილი ჰარმონიულად გამოიყურება და მათ ურთიერთობაში ასაკი დიდ როლს არ თამაშობს. მათი ორი ქალიშვილი ამ ურთიერთობას კიდევ უფრო ამყარებს. ვასო ფხაკაძე 2014 წელს დაოჯახდა. მისი ცხოვრების მეგზური მოდელი და იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული მშვენიერი ლიკუნა მეტრეველი გახდა. ასაკობრივი სხვაობის გამო ვასო ტელეშოუებში ხუმრობდა, რომ ლიკუნა იშვილა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2815)

მთავარი თემები