22:48 27 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (400)
43 0 0

საქართველოს პარლამენტში დღეს გაიმართება კენჭისყრა მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ.

თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. მომსახურების სააგენტოში დისტანციური მომსახურების ახალი სერვისები დაინერგება, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა საპარლამენტო კომიტეტების სხდომაზე.

საკანონმდებლო ორგანო ორი დღის განმავლობაში, დაჩქარებული წესით უსმენდა მინისტრობის კანდიდატებს. კანდიდატებს პროგრამის გასაცნობად 20–25 წუთი ჰქონდათ, შემდეგ ისინი დეპუტატების კითხვებს პასუხობდნენ. საპარლამენტო კომიტეტებმა ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტს ხმათა უმრავლესობით გამოუცხადეს ნდობა.

გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დაგეგმილი პროექტები წარადგინა. სიახლის მიხედვით, მოქალაქეები სატრანსპორტო საშუალებებს ონლაინ, სპეციალური პროგრამის საშუალებით დაარეგისტრირებენ. ასევე იგეგმება მოპედების რეგისტრაცია, მოპედებზე მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარება და მართვის მოწმობის გაცემა.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, პანდემიის პირობებში მომსახურების სააგენტო მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადავიდა და მოქალაქეებს სერვისების ნაწილი ონლაინ, დისტანციურად მიეწოდებოდათ, ასევე დაინერგა ახალი სერვისები.

„2020 წლის ოქტომბრიდან დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცათ, დისტანციურად, სააგენტოში მოსვლის გარეშე განახორციელონ იარაღის რეგისტრაცია. იარაღის რეგისტრაციისას სააგენტო სთავაზობს დაინტერესებულ პირებს საფოსტო მომსახურებასაც“, - აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.

18 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ყევლასთვის მოულოდნელად თანამდებობა დატოვა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებელია. მმართველმა პარტიამ გახარიას გადადგომიდან რამდენიმე საათში პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინა.

ნდობის მოსაპოვებლად მთავრობას პარლამენტის მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. თუ პრემიერის კანდიდატურა ხმების საჭირო რაოდენობას ორჯერ ვერ მოაგროვებს, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნისა და ახალი არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (400)

მთავარი თემები