22:56 27 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1910)
64 0 0

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 22 თებერვალს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ქეთევან დედოფლის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, ხარაბაძის, ბეგიაშვილის და ორბელების ქუჩების მოსახლეობას.

13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, წულუკიძის და შანდორ პეტეფის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის და ფერაძის ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ფეიქართა ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

თემები:
თბილისი დღეს (1910)

მთავარი თემები