სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

© Sputnik / STRINGERზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო
ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
გამოწერა
საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 396-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 268.097-ს მიაღწია.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 30 პაციენტი, ერთი კი გარდაიცვალა, უწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.

ტესტირება - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: დადებითობის მაჩვენებელი, რეგიონები

გარდაცვლილი აბაშის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, 79 წლის ქალია. ის მკურნალობას თერჯოლის კოვიდ საავადმყოფოში გადიოდა. 

რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 142 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 13-ის მდგომარეობა მძიმეა.

  • რუხის კლინიკაში იმყოფება 49 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე მდგომარეობაშია 4 პაციენტი;
  • „სენამედის“ კლინიკაში იმყოფება 20 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმეა 3 პირი;
  • ფოთის კლინიკაში იმყოფება 32 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმეა 3 პაციენტი;
  • ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 15 პაციენტია, მათ შორის ორის მდგომარეობა მძიმეა;
  • აბაშის „ევექსის“ კოვიდ-კლინიკაში 8 პაციენტია;
  • სენაკის „ლაზიკა მედიში“ 18 პაციენტია, მათ შორის 1 მძიმეა.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 141 პირი.

საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 396-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 268.097-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 469 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 261.066-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 19 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.425-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0