Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ასეც ხდება ხოლმე...“ – ნახეთ რა შეემთხვა ფოტოსესიის დროს თამო ვაშალომიძეს – ვიდეო

© Facebook / Tamo Tamo Vashalomidzeთამო ვაშალომიძე
თამო ვაშალომიძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
გამოწერა
ნახეთ რა ლამაზი იყო თოვლიან ტყეში წითელი ულამაზესი კაბით მოდელი მანამ, სანამ ფოტოსესიისას ინციდენტი შეემთხვეოდა.

მოდელმა თამო ვაშალომიძემ „ინსტაგრამის“ „სთორიში“ ვიდეო განათავსა, სადაც ჩანს, რომ ფოტოსესიის დროს, სადაც წითელი ულამაზესი კაბა აცვია, ბუშტები, რომელიც ხელში ეჭირა, გაუფრინდა. ფოტოსესიისას თამო თოვლში წაიქცა კიდეც.

მოდელი მშობიარობის შემდეგ არაჩვეულებრივ ფორმაშია. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირის წინ თამო ვაშალომიძე მეორე შვილის დედა გახდა, ფორმაში ძალიან მალე ჩადგა და აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდა.

თამომ შვილი საქმროსგან, ბიზნესმენ აკა სამხარაძისგან გააჩინა. წყვილი ახლა უკვე ერთად ცხოვრობს. თამომ რჩეული საზოგადოებას რამდენიმე თვის წინ გააცნო. ის ბიზნესმენია, რომელიც სამედიცინო სფეროში საქმიანობს. თამო ვაშალომიძის განცხადებით, ისინი ერთ წელზე მეტია ერთმანეთს ხვდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0