Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

რუსკა მაყაშვილის ბიჭუნა ჯიმ ქერის ბაძავს – სახალისო ვიდეო

© Facebook / Ruska Makashviliრუსკა მაყაშვილი და სანდრო ნიჟარაძე ვაჟთან ერთად
რუსკა მაყაშვილი და სანდრო ნიჟარაძე ვაჟთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
გამოწერა
რუსკა მაყაშვილს უსაყვარლესი შვილი ჰყავს. ნახეთ როგორ დაჰყვა ილიას დედის სამსახიობო ნიჭი და როგორ ცდილობს როლში შესვლას.

მსახიობმა და ტელეწამყვანმა რუსკა მაყაშვილმა სოციალურ ქსელში შვილის სახალისო ვიდეო განათავსა. ვიდეოში ილია ცნობილი ფილმიდან „ნიღაბი“ მთავარი გმირის შემსრულებლის ჯიმ ქერის ბაძავს. ბიჭუნა „ბეტმენის“ პიჟამოშია გამოწყობილი და სასწაულმოქმედი ნიღბის ნაცვლად ასევე „ბეტმენის“ ნიღაბს ირგებს.

რუსკა მაყაშვილი მეორე შვილზეა ორსულად. სიახლის შესახებ „ფოლოვერებს“ რამდენიმე თვის წინ რუსკამ თავად შეატყობინა, თუმცა არ უთქვამს გოგონას ელოდება თუ ბიჭს. თუმცა ეს საიდუმლო პირდაპირ ეთერში მასთან სტუმრად მყოფ მის ტელეწამყვან დას - ნინუცა მაყაშვილს წამოსცდა.

რუსკა მაყაშვილს და მის მეუღლეს, მორაგბე სანდრო ნიჟარაძეს მალე გოგონა ეყოლებათ. ყველასათვის საყვარელი მსახიობი რუსკა მაყაშვილი 2015 წელს დაოჯახდა. ტელეწამყვანი მოკრძალებული პოსტით შემოიფარგლა და თაყვანისმცემლებს მეუღლე სოციალური ქსელით გააცნო. რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს ორი წელი ხვდებოდნენ.

წყვილი მშობლები პირველად 2017 წელს გახდნენ. მათ ვაჟი ეყოლათ და ბავშვს ილია დაარქვეს. პატარა ილია ახლა 3 წლისაა. აშკარაა, რომ რუსკას ძალიან ჰგავს. რუსკამ „ინსტაგრამის“ მომხმარებლებს ნოემბერში ამცნო, რომ მეორე შვილს ელოდება. მსახიობმა უამრავი მილოცვა მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0