09:51 08 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2815)
180 0 0

სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრის სახელით განცხადება გავრცელდა, საიდანაც ირკვევა რომ პოლიტიკოსების ოჯახს კორონავირუსი აქვს

თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. „ლე­ლოს“ ერთ-ერთ ლი­დერს და­ვით უსუ­ფაშ­ვილს და მის მე­უღ­ლეს თინა ხი­და­შელს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­დათ. ინ­ფორ­მა­ცია თავდაცვის ყოფილი მინისტრის „ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გავ­რცელდ­ა.

რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია უსუ­ფაშ­ვი­ლე­ბის მთე­ლი ოჯა­ხი. ირკვევა, რომ მთელს ოჯახს კო­ვი­დი ორ­შა­ბათს და­უ­დას­ტურ­დათ და მათი მდგომარეობა რთული არაა, მაგრამ არც სახარბიელო.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 365-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 267.313-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 260.266 7 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 539), გარდაიცვალა – 3.399 (ბოლო 24 საათში – 9), კარანტინის რეჟიმშია 252, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.869 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 248 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 17.188 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9.866, PCR–ტესტით – 7.322.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,12%, ბოლო 14 დღის - 2,7%, ბოლო 7 დღის - 2,3%.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2815)

მთავარი თემები