09:32 03 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9976
  • 100 RUB4.4557
  • USD3.3252
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (1050)
299 0 0

ცნობილი მომღერალი მძიმე დაავადებას ებრძოდა. ის ისრაელის ერთ–ერთ კლინიკაში მკურნალობდა, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში, პრაქტიკულად, უგონო მდგომარეობაში იყო

თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. ცნობილ ქართველ მომღერალს ზურაბ დოიჯაშვილს, რომელიც ისრაელში გარდაიცვალა, თბილისში დაკრძალავენ, ამის შესახებ ჟურნალისტმა მაია კახიძემ განაცხადა.

მომღერლის უკანასკნელი სურვილი სამშობლოში ჩამოსვლა იყო, თუმცა, როგორც მისმა მეუღლემ, მომღერალმა ქეთი ვადაჭკორიამ დაწერა, მისი ამ სურვილის შესრულება ვერ მოახერხეს.

ზურა დოიჯაშვილი მძიმე დაავადებას ისრაელის ერთ–ერთ კლინიკაში ებრძოდა. ბოლო თვეების განმავლობაში ის გონზე, პრაქტიკულად, არ მოსულა. ძალიან გახდა და ბოლოს მისი წონა 37 კილოგრამს შეადგენდა.

ზურა დოიჯაშვილი
ზურა დოიჯაშვილი

მეგობრებმა და კოლეგებმა მისი მკურნალობისა და საქართველოში დაბრუნებისთვის არაერთხელ გამართეს საქველმოქმედო ღონისძიებები.

დიდი საკონცერტო დარბაზის (ფილარმონია) წინ 2020 წლის დეკემბერში მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

„ზურა ძალიან მენანები...“ – მომღერლის მეგობარი განცხადებას ავრცელებს>>

ზურაბ დოიჯაშვილი 1963 წლის 17 აგვისტოს დაიბადა. პროფესიით მშენებელი იყო, თუმცა მთელი ცხოვრება მუსიკას მიუძღვნა.

დოიჯაშვილი არის ავტორი ჰიტებისა: „მელიქიშვილის გამზირი“, „მენატრება თბილისი“, „ამოდი, მზეო“, „მიყვარს ყველაფერი ძველი“, „ფიფქის გოგონა“ და სხვ.

თემები:
საქართველო და კულტურა (1050)

მთავარი თემები