პოლიციამ ნიკა მელიას მიაკითხა: რა ხდება „ნაცმოძრაობის“  ოფისთან

© Sputnik / Vladimir Umikashviliნაცმოძრაობის ოფისი
ნაცმოძრაობის ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
გამოწერა
ოპოზიციის ლიდერებმა და მომხრეებმა პოლიციელებს „ნაცმოძრაობის“  ოფისში შესვლის საშუალება არ მისცეს, სადაც პარტიის ლიდერი ნიკა მელია იმყოფება 

თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. ოპოზიციური პარტია  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისსთან ათამდე სამართალდამცველი გამოჩნდა, რომლებსაც  პარტიის ლიდერ ნიკა მელიასთვის სასამართლო განჩინების ჩაბარება სურდათ. 

ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
ნიკა მელიას ადვოკატი: არ არის გამორიცხული, პირდაპირ ნიკა მელიას დაკავების ოპერაცია დაიწყონ

„ჩვენ მოვედით იმისთვის, რომ აღვასრულოთ სასამართლოს გადაწყვეტილება", – განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

მათ შენობაში შესვლის საშუალება ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მომხრეებმა არ მისცეს. ადგილზე მყოფთ სამართალდამცველებმა სასამართლოს გადაწყვეტილება ხმამაღლა გააცნეს და მოუწოდეს ხელი არ შეეშალათ მათი მოვალეობის აღსრულებაში. 

„თუ ჩვენ წინააღმდეგობას წავაწყდებით, კანონით გათვალისწინებული ზომები იქნება მიღებული", – განაცხადეს შსს–ს წარმომადგენლებმა.

სამართალმდაცველებთან პოლიტიკოსის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი გამოჩნდა, რომელმაც სასამართლოს განჩინების მისთვის გადაცემა მოითხოვა, თუმცა, პოლიციამ მას უარი განუცხადა და შენობაში შესვლას შეეცადა. სამართალდამცველებს ამის საშუალება ადგილზე შეკრებილებმა არ მისცეს, რის შემდეგაც პოლიციამ ტერიტორია დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალს მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერ ნიკა მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა – გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა პოლიციის პრეროგატივაა.

„ნაცმოძრაობის“ ოფისში გუშინ სრული ოპოზიციური სპექტრი და ახალგაზრდული ორგანიზაციები შეიკრიბა, რომლებმაც მთელი ღამე მთავარი ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისში პარტიის ლიდერ ნიკა მელიასთან ერთად გაატარეს. გარდა ამისა, ოპოზიციამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გაერთიანებისა და ახალი ეროვნული მოძრაობის დაწყების შესახებ განცხადება გააკეთეს.

ყველა ახალი ამბავი
0