01:44 09 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (385)
68 0 0

ტესტირება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება – პირველი ტური გასული წლის ნოემბერში დისტანციურად ჩატარდა

თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მასშტაბით 2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 8 მარტს დაიწყება და 12 მარტს დასრულდება, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცახდებაში. 

ოლიმპიადის პირველი ტური გასული წლის ნოემბერში განსხვავებული ფორმატით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებითა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდა. მოსწავლეებს ტურში მონაწილეობის მიღება დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან შეეძლოთ. 

ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი 30 ათსზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა. მეორე ტურში კი 6 ათასზე მეტი მოსწავლე იღებს მონაწილეობას.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება და თითოეული ტური ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას.

„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა X–XII კლასების მოსწავლეებისათვის ცენტრალიზებულად შემდეგ საგნებში ტარდება: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, უცხო ენა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში გადასვლის უფლებას მოიპოვებს ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ 30 მონაწილეს შორის.

ოლიმპიადის მიზანია სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება. ასევე, იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით მიიღებენ მონაწილეობას.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სავალდებულო საგნებში ტარდება. სურვილის შემთხვევაში მასში ჩართვის საშუალება საბაზო საფეხურის მოსწავლეებსაც აქვთ.

თემები:
განათლება საქართველოში (385)

მთავარი თემები