10:54 27 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (333)
34 0 0

დედაქალაქში შექმნილი უამინდობის გამო „თბილსერვის ჯგუფი“ კერძო ავტომობილების მძღოლებს ქალაქში გადაადგილებისას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. დედაქალაქში სრულადაა მობილიზებული ტექნიკა, მთავარ ქუჩებსა და უბნებში უხვი ნალექის გამო უკვე 300 ტონამდე ტექნიკური მარილი დაიყარა, ინფორმაციას „თბილსერვის ჯგუფი“ ავრცელებს. 

უწყების ცნობით, დედაქალაქში თოვის გამო შესაბამისი ტექნიკა მუნიციპალიტეტის მასშტაბით სრული დატვირთვით მუშაობს. თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების გაწმენდითი სამუშაოები უკვე გუშინ, ღამით დაიწყო.

„თოვლისგან გაიწმინდა კოჯორი, კიკეთი, ბეთანია, სამადლო, ტაბახმელა, წავკისი, წყნეთი, ბაგების დასახლება და დიდგორი. ასევე ტექნიკური მარილი დაიყარა თბილისში მაღლობზე განსახლებულ უბნებში. მათ შორის, ნუცუბიძის პლატოზე, ელიას მთაზე, ნაძალადევში და მთაწმინდაზე. ასევე გაწმენდილია ვაზისუბანი, ვარკეთილი, დიღომი და დიდუბე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„თბილსერვის ჯგუფი“ კერძო ავტომობილების მძღოლებს მოუწოდებს, რომ ზამთრის საბურავების არქონის შემთხვევაში თავი შეიკავონ ქალაქში გადაადგილებისგან ან აღჭურვონ ავტომანქანა შესაბამისი საბურავებით.

დედაქალაქსა და მის შემოგარენში გვიან ღამით დაწყებულმა თოვამ საავტომობილო გზებზე გარკვეული პრობლემები შექმნა.

დედაქალაქში თოვლიანი ამინდი მთელი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება. დღისით ჰაერის ტემპერატურა 2–3 გრადუსს მიაღწევს.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში სხვადასხვა სახის დახმარების თხოვნით მთელი საქართველოს მასშტაბით 140 შეტყობინება შევიდა – გამოძახებების უმრავლესობა მოტეხილ ხის ტოტებს და თოვლში ჩარჩენილ ავტომობილებს ეხება. დაზიანდა 26 ავტომობილი. ასევე დაფიქსირდა შემთხვევები, როცა მოტეხილმა ხის ტოტებმა დააზიანა ელექტროსადენები.

თემები:
თბილისის მერია (333)

მთავარი თემები