თბილისში ახალი ხიდი აშენდება - მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა

მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
გამოწერა
სამშენებლო სამუშაოები გამარჯვებული კომპანიის გამოვლენისთანავე დაიწყება, პროექტის განხორციელებას კი დაახლოებით 1,5-2 წელი დასჭირდება, განმარტავენ მერიაში.

თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. თბილისში ბაგები–საბურთალოს დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობაზე თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე. 

ახალი ავტობუსების პრეზენტაცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2020
თბილისში ახალი სატრანზიტო საავტობუსე და საუბნო მარშრუტები ამუშავდა

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ხიდი უნივერსიტეტის მე-11 კორპუსსა და ბიბლიოთეკის კორპუსს შორის გამავალ გზას ბაგებში, თბილისი–წყნეთის საავტომობილო გზასთან დააკავშირებს.

 „ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ბაგები-წყნეთის მიმართულებით საავტომობილო გზა ძალიან დაიტვირთა. ახალი ხიდი შესაძლებლობას მოგვცემს ბაგებიდან საბურთალოზე გადავისროლოთ ნაკადები და ადამიანებს ჰქონდეთ გადაადგილების რამდენიმე ალტერნატივა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, სამუშაოების დასრულების შემდეგ ბაგებიდან საბურთალოს რაიონში მოხვედრა შესაძლებელი იქნება ვაკის გზის გვერდის ავლით, რომელიც ხშირად გადატვირთულია.

ყველა ახალი ამბავი
0